როგორ დავიცვათ საიტი კიბერ-შეტევებისგან?

Newtelco გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ უსაფრთხოება თქვენთვის და თქვენი საიტის ვიზიტორებისთვის.

უსაფრთხო ჰოსტინგი

აირჩიეთ ჰოსტინგის ისეთი პროვაიდერი, რომელსაც აქვს სანდო რეპუტაცია და უახლესი ტექნოლოგია. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული რამდენად დაცული იქნება თქვენი საიტი და მასზე განთავსებული მასალა.

პროგრამული განახლება

აუცილებელია, რომ თქვენი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად განახლებული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ მზა ძრავითა და თემფლეითით (მაგ: ვორდპრესის სისტემა), რომლებიც საჭიროებენ მუდმივ პროგრამულ განახლებას.

SSL სისტემა (Security Socket Layer)

SSL-ის გამოყენება საშუალებას მოგცემთ გადახვიდეთ HTTPS პლატფორმაზე, რაც უზრუნველყოფს თქვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას. განსაკუთრებით აუცილებელია ისეთი საიტებისთვის, სადაც მომხმარებელს პირადი და საბანკო მონაცემები შეჰყავს.

ძლიერი პაროლი

იდეალურ შემთხვევაში პაროლი უნდა შეიცავდეს დიდ და პატარა სიმბოლოებს და ციფრებს, ჯამში მინიმუმ 8 სიმბოლოს. არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა მიზნისთვის და ცვალეთ ის თვეში ერთხელ.

სიფრთხილე საიტზე ფაილების ატვირთვისას

ზოგიერთი საიტი მომხმარებელს ფაილების ატვირთვის საშუალებას აძლევს. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უმნიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება ვირუსის წყარო იყოს.  ამიტომ, უმჯობესია საერთოდ არ დაუშვათ ფაილების ატვირთვა თქვენს საიტზე. იგივე შეიძლება ითქვას საკონტაქტო და სარეგისტრაციო ფორმებზე, ისინი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

Backup-ის გაკეთება

საიტის ასლის ყოველთვიურად შენახვა, საშუალებას მოგცემთ სრულიად დაცული იყოთ ნებისმიერი სახის რისკისგან. თქვენ მარტივად აღადგენთ საიტს, მისი ასლის მეშვეობით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საიტი მძიმედ დავირუსდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *