დატა ცენტრის შესახებ

დატა ცენტრი, იგივე მონაცემთა ცენტრი არის სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც განთავსებულია ორგანიზაციების სერვერები და ქსელური აპარატურა.

თანამედროვე ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა ინფორმაციისა და მომსახურების ვირტუალურმა მიწოდებამ, რის გამოც, გაიზარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება არა მარტო დიდ, არამედ, პატარა კომპანიებშიც. შესაბამისად, საჭირო გახდა სერვერების უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვა და გამოიკვეთა მონაცემთა ცენტრების საჭიროება.

მონაცემთა ცენტრი არის საუკეთესო სივრცე სერვერების განსათავსებლად, რადგან გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, კლიმატ კონტროლი და სხვა საჭირო პირობები. აქიდან გამომდინარე, კომპანიისთვისაც გაცილებით ხელსაყრელია, განათავსოს თავისი სერვერები მონაცემთა ცენტრში და დახარჯოს ნაკლები რესურსი, ვიდრე დასჭირდებოდა საკუთარი სივრცის მოწყობისას.

2012 წელს კომპანიამ “ნიუტელკო” გახსნა ფილიალი საქართველოში, თბილისში და ის პირველია მთელს კავკასიის რეგიონში. აღნიშნული დატა ცენტრი აღჭურვილი და დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

“ნიუტელკო საქართველო” უზრუნველჰყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო კოლოკაციის პირობებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.