რა არის ციფრული უკვდავება?

ციფრული უკვდავების კონცეფცია გულისხმობს ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მისი ინტელექტისა და ცოდნის სამუდამოდ შენახვას.

მეცნიერები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, ფიქრობენ, რომ სულ რაღაც 30 წლის შემდეგ შეძლებენ ადამიანის ტვინისა და გონების გაციფრულებას.

ზოგიერთი მათგან იმდენად შორს მიდის, რომ 2100 წლისთვის არამხოლოდ ტვინის, არამედ ადამიანის სხეულის ნაწილებისა და ორგანოების რობოტექნიკით ჩანაცვლებასაც გეგმავს.

რა გვჭირდება ციფრული უკვდავებისთვის?

  1. მეცნიერებმა უნდა შეიმუშავონ თავის ტვინის უსაფრთხოდ შენახვის მეთოდი ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
  2. ნეიროქირურგებმა და პროგრამისტებმა უნდა შეძლონ გარდაცვლილის ტვინში არსებული ინფორმაციის მოპოვება, ინტერპრეტაცია და ანალიზი.
  3. მოპოვებული ინფორმაცია უნდა აიტვირთოს ციფრულ მოწყობილობაზე, რომელიც ადამიანის ტვინის მოდელი იქნება.

ვინ არიან იდეის მომხრეები?

Google-ის ინჟინერი რეი კურცვაილი ერთ-ერთია იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც მსგავს პროექტებზე მუშაობენ. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის გარდა, მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალებისგან შექმნილი გუნდი აქ ადამინის ტვინის ციფრულ მოდელს აწყობს.

 Neuralink ილონ მასკმა 2016 წელს დააარსა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანისა და ციფრული ინტელექტის შერწყმაა. მეცნიერები მუშაობენ უმცირესი იმპლანტების შექმნაზე, რომლის თავის ტვინში შეყვანით ადამიანი ახალ შესაძლებლობებს შეიძენს.

ინიციატივა 2045 – კომპანია დიმიტრი იტსკოვმა, რუსმა მულტიმილიონერმა დააარსა. მისი მიზანია 2045 წლამდე შესაძლებელი გახდეს ადამიანის ტვინის სამუდამოდ შენახვა ციფრული ფორმით.

ავტორი –BLH

Leave a Reply

Your email address will not be published.