📣 იცით, რომ თქვენი Wi-Fi ფასვორდის გაზიარება შესაძლოა საზიანო იყოს?
✔️ სანამ გამოსავალს გეტყვით, ჯერ გადაიკითხეთ, თუ რა ფაქტორების გამოა საზიანო ფასვორდის გამხელა.
მომხმარებლებს შეუძლიათ:
1. გადმოწერონ არალეგალური მასალა;
2. გადახედონ თქვენს კავშირებს და მონაცემებს;
3. დამატებით გაუზიარონ თქვენი ქსელი სხვებს;
📍ასევე,თუ მომხმარებლების მოწყობილობა დავირუსებულია, შესაძლოა, ვირუსი თქვენზეც გადმოვიდეს;
გაინტერესებთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგ “როუტერს” აქვს ფუნქცია შემოგთავაზოთ სტუმრებისთვის ცალკე ქსელი, ეს კი საუკეთესო საშუალებაა ინტერნეტისა და Wi-Fi ფასვორდის გაზიარებისთვის.
გაიაქტიურეთ “Guest Network” -ი და თავიდან აირიდეთ თქვენთვის საზიანო ქმედებები თუ ვირუსები.