ძალიან მალე, ამავე წელს, გვექნება 117 ახალი სახეობის ემოჯი: ნივთების, საკვების და ემოციის გამომხატველი განსხვავებული სიმბოლიკები. ეს სიახლე პოპულარულ პიქტოგრამათა რიცხვს 3,136-მდე ზრდის.
სიმბოლიკები პირველად 1995 წელს გაჩნდა Unicode Consortium-ის ინიციატივითა და კოორდინირებით და იმ დროს 76 პიქტოგრამა ადაპტირდა სპეციალური კრიტერიუმების მეშვეობით.
კონსორციუმი(Unicode Consortium ) დღესაც აქტიურად მუშაობს ელექტრონული ტექსტის დამუშავებასა და გარდაქმნაზე სიმბოლიკის სახით, ის ადგენს სიმბოლოების სტანდარტს პერსონაჟების შინაარსის გათვალისწინებით და რაც მთავარია, გვთავაზობს მათ არსებულ ყველა პლათფორმაზე – მცირედი სტილისტური სხვაობით პროვაიდერებიდან გამომდინარე.
საინტერესოა, რომ ყოველდღიურად 700 მილიონი „ემოჯი“ გამოიყენება მხოლოდ ფეისბუქ მესენჯერში, თითქმის ასეთივე რაოდენობა ფიქსირდება სხვა სოც.მედია ქსელებშიც. ყველაზე პოპულარული კი არის სიცილის სმაილი თვალზე ცრემლებით.
თავდაპირველად, სიმბოლიკების გამოყენება კორპორატიულ მიმოწერაში გარკვეულ უხერხულობას იწვევდა და ბევრი ვერ ბედავდა. ახლა, ეს მიდგომაც შეიცვალა და თითქმის 78% აქტიურად იყენებს ემოჯის სამსახურეობრივ კომუნიკაციაშიც. როგორც დაკვირვებამ უჩვენა, ეს ხელს უწყობს დამოკიდებულებისა და ფიქრების უკეთ გამოხატვაში, რაც საერთო ჯამში, საქმიან ურთიერთობაში მეტი უშუალობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
როგორც გვპირდებიან, „ემოჯი“-ების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.