სერვერების როლი ბიზნესში
როდის სჭირდება თქვენს ბიზნესს სერვერები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თქვენი კომპანიის სტრუქტურას უნდა დააკვირდეთ.
გაიხსენეთ თქვენს კომპანიაში მომუშავე ყველა კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი და სხვა გაჯეტი და დაფიქრდით, რამდენად დარწმუნებული ხართ მათ უსაფრთხოებაში? როგორ იცავთ ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურად შეგყავთ მათში?
როდესაც ბიზნესი ფართოვდება და სამუშაოს შესასრულებლად უფრო და უფრო მეტი ელექტრონული მოწყობილობაა საჭირო, ეფექტურობა იკლებს.
ამის მიზეზი შედარებით დიდ ქსელში გაფანტული ინფორმაციაა. სერვერები ამ მონაცემების უფრო ეფექტურად გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
სერვერი შესაძლოა განთავსებული იყოს კომპანიაში, სპეციალურ დატა-ცენტრში ან ე.წ. ღრუბელზე დაფუძნებულ ონლაინ პლატფორმაზე.
რა არის სერვერი?
სერვერი ერთგვარი კომპიუტერია, თუმცა, უმეტესად, სტანდარტული კომპიუტერისგან განსხვავებით მას მონიტორი, კლავიატურა და მაუსი არ აქვს. ამის მაგივრად, სერვერი აღჭურვილია ძლიერი პროცესორით, სწრაფი RAM-ითა და რამდენიმე მყარი დისკით. ის გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერი.
სერვერი სხვა პროგრამებს და მოწყობილობებს ეხმარება მუშაობაში. კლიენტები (პროგრამები და მოწყობილობები) უგზავნიან სერვერს დავალებას, რომელსაც ის ასრულებს.
ერთი სერვერი შესაძლოა რამდენიმე კლიენტს მოემსახუროს, ისევე როგორც ერთ კლიენტს შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე სერვერი.
საჭიროებიდან გამომდინარე კომპანიამ შეიძლება გადაწყვიტოს სერვერების სპეციალურ დატა-ცენტრში შენახვა, რომელიც უფრო მძლავრი და დაცული – სერვერების ერთობლიობაა.
ამ მომსახურებით სარგებლობას ბევრი უპირატესობა გააჩნია:
ორგანიზაციას აღარ სჭირდება დამატებითი თანამშრომელი, რომელიც სერვერების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
ასევე, თქვენ არ დაგჭირდებათ ზრუნვა მის უსაფრთხოებაზე, ამაზე დატა-ცენტრის პერსონალი იზრუნებს.
როგორც წესი, ასეთ ცენტრებს ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო, ტემპერატურის კონტროლი, 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა და მუდმივი მონიტორინგი აქვთ.
რა ფუნქციებს ასრულებს სერვერი?
სერვერს შეუძლია ბევრი როლი შეასრულოს თქვენს ქსელში. დიდი კომპანიები, ხშირად, ერთ სერვერს ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად იყენებენ – მაგალითად ელექტრონული ფოსტის დავალებების შესასრულებლად.
პატარა კომპანიებს კი შეუძლიათ ერთი სერვერი გამოიყენონ ყველა დავალების შესასრულებლად.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სერვერი უსაფრთხო და ცენტრალიზებული საშუალებაა ინფორმაციის შესანახად.
- ინფორმაციის ასლების შენახვა (backup) – არსებობენ ორი ტიპის ადამიანები – ისინი, რომლებსაც დაუკარგავთ კომპიუტერში ინფორმაცია, და ისინი – ვინც მალე დაკარგავენ. სერვერის გამოყენება დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ორივე ჯგუფს. კარგად ორგანიზებული სერვერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.
- დოკუმენტების გაცვლა და უსაფრთხოება – სერვერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი როლი დოკუმენტებზე წვდომის კონტროლია. მაგალითად, შესაძლებელია გაყიდვების ჯგუფს მხოლოდ თავის საქაღალდეზე (folder) ჰქონდეს წვდომა და არა – მენეჯმენტის დოკუმენტებზე.
- პრინტერების კონტროლი – თუ კომპანიაში ბევრი პრინტერია, შესაძლებელია მათი სერვერთან დაკავშირება, რაც ამ რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს.
- ჰოსტინგი – თუ კომპანიას აპლიკაციების ჰოსტინგი სჭირდება, სერვერის გამოყენება აუცილებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ინტერნეტის ხარისხი არც თუ ისე მაღალია. რთულია, როდესაც მნიშვნელოვან აპლიკაციასთან წვდომას კარგავთ ყოველთვის, როდესაც ინტერნეტი სათანადოდ არ მუშაობს.
როდესაც სერვერის შესახებ იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენი ბიზნესის მომავალზე უნდა დაფიქრდეთ.
თუ დიდი კომპანია გაქვთ ან ფიქრობთ რომ ის სწრაფად გაიზრდება, შესაძლოა, უკეთესი გამოსავალი დატა-ცენტრის გამოყენება იყოს, სადაც მონაცემების უსაფრთხოება და მუდმივი მონიტორინგი გარანტირებული იქნება. ამ შემთხვევაში არც მოცულობაში იქნებით შეზღუდული.
თუ თქვენი ბიზნესი შედარებით პატარაა შესაძლოა ონლაინ სერვერიც საკმარისი იყოს. ღრუბელზე დაფუძნებული სერვერები, როგორც წესი, კარგად ითავსებენ სერვერების მთავარ ფუნქციებს.
Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.