კოლოკაცია ბიზნესისთვის

კოლოკაციას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის, თანაც მინიმალური დანახარჯით. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, თავიანთი სერვერები, ოფისებიდან, დატა ცენტრებში გადაიტანონ.

რა არის კოლოკაცია?

კოლოკაცია ეს არის IT ინფრასტრუქტურის/აპარატურის ფიზიკურად განთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი აღნიშნული აპარატურის სწორედ შენახვისა და ფუნქციონირებისთვის.

აქ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე პროფესიონალები ზრუნავენ, თქვენ კი არ გიწევთ ნერვიულობა იმაზე, რომ რაიმე ტექნიკური პრობლემის ან უბედური შემთხვევის გამო მნიშვნელოვან მონაცემებს დაკარგავთ. 

უსაფრთხოების საკითხების გარდა კოლოკაციას ბევრი სხვა უპირატესობა გააჩნია, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ: ბიზნესის პოტენციალის ზრდა ტექნიკური და IT პერსონალი ძვირი სიამოვნებაა კომპანიისთვის. 

რას იზამთ თუ სერვერი ღამის სამ საათზე გაითიშება?

როდესაც სერვერს არა ოფისში, არამედ დატა-ცენტრში განათავსებთ, თქვენი თანამშრომლები შეძლებენ მეტი დრო დაუთმონ სხვა საკითხებს, სერვერის 24 საათიან მონიტორინგზე კი ამ საქმის პროფესიონალები იზრუნებენ.

ფინანსური დირექტორებისთვის და IT დირექტორებისთვის კოლოკაცია უზრუნველყოფს მოგების სრულყოფილ სცენარს. 

თუ შევადარებთ სტანდარტულ სასერვერო ოთახსა და დატა ცენტრის ინფრასტრუქტურას გამორიცხულია არ დავინახოთ ისეთი უპირატესობები რომელიც პირდაპირ კავშირშია ხარჯების დაზოგვასთან.

თუ ახლა განიხილავთ სერვერის ოფისში ან დატა-ცენტრში განთავსების საკითხს, მხოლოდ ტექნიკური მონაცემების გადახედვაც საკმარისი იქნება, რომ დატა-ცენტრის უპირატესობა დაინახოთ. 

რა თქმა უნდა, ტექნიკურად შესაძლებელია თქვენსავე ოფისში შექმნათ მიმსგავსებული გარემო შესაბამისი ელექტროენერგიის მიწოდებით და ალტერნატიული დენის წყაროებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა:

  • შეძლებთ კი უზრუნველყოთ ხანძარქრობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართული მუშაობა, UPS-ბის და გაგრილების სისტემების მუდმივ მზადყოფნაში შენარჩუნება?
  • აიყვანოთ თანამშრომლები რომლებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ კომპლექსურ სისტემას?
  • შეძლებენ ისინი ყველა პოტენციური რისკის გათვლას და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების გადაჭრას?

ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზოგიერთი კომპანია ღებულობს გადაწყვეტილებას სერვერი ღრუბელზე დაფუძნებულ ონლაინ პლატფორმას ანდოს. 

ბევრმა არ იცის, რომ ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უფრო ნაკლები კონტროლი აქვს თავის მონაცემებზე, ვიდრე კოლოკაციის შემთხვევაში.

კოლოკაცია კომპანიებს ასევე საშუალებას აძლევს, დაზოგონ ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯი , რომელიც შეიძლება წარმოიშვას ღრუბელზე დამატებითი ადგილის/სივრცის გამოყოფით. რადგან ხშირად ინფორმაციის შენახვა უფრო იაფია საკუთარ სერვერებზე.

IT ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.

ამ დანახარჯების წინასწარ გათვლა, ხშირად, რთულია. კოლოკაციის შემთხვევაში თქვენ ეს ხარჯები არ გეხებათ – ამაზე ცენტრში დასაქმებული პროფესიონალები ზრუნავენ. 

ამ ყველაფერთან ერთად, დატა-ცენტრებს აქვთ იმის დრო, ინტერესი და რესურსი რომ მუდმივად იკვლიონ უკეთესი, „მწვანე“ ტექნოლოგიები. 

კომპანიები, რომლებსაც ოფისიდან დატა-ცენტრში გადააქვთ თავიანთი სერვერები გაცილებით უფრო ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, რადგან ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ.

ადგილმდებარეობა ბევრი საერთაშორისო და დიდი კომპანია სარგებლობს იმ დატა-ცენტრების მომსახურებით, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობენ. 

ამას ბევრი მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ უსაფრთხოება უმთავრესია. მონაცემთა ცენტრი ბევრ ისეთ ინფორმაციას ინახავს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კომპანიისთვის. 

შესაბამისად, საჭიროა, რომ ცენტრი მაქსიმალურად შორს იყოს ისეთი ადგილებიდან,სადაც ტერორისტული და სამხედრო თავდასხმის მაღალი რისკია. 

გარეუბანში მდებარე ცენტრი დაცულია ასეთი საფრთხისგან, მაგრამ ამავდროულად სარგებლობს ქალაქის გამართული ინფრასტრუქტურით. 

მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოფისის გარეთ შენახვა უკეთესი გადაწყვეტილებაა რისკ-მენეჯმენტისთვისაც. კომპანიას საშუალება აქვს.

მეტი ფინანსური რესურსი დაუთმოს უკეთესი აღჭურვილობის შეძენას, IT გუნდებს კი შეუძლიათ თავიანთი დრო სხვა დავალებებს დაუთმონ. 

კოლოკაცია ეხმარება ბიზნესს მიზნების უფრო ნაკლები დანახარჯით მიღწევაში. ეს განსაკუთრებით ეფექტური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია სწრაფად იზრდება. 

თუ დროთა განმავლობაში მეტი ინფორმაციის განთავსება იქნება საჭირო სერვერზე, დატა-ცენტრი მარტივად მოგცემთ გაფართოვების საშუალებას.