COVID-19

კორონავირუსი (COVID-19) სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. NewTelco–მ გააქტიურა თავისი ბიზნესის უწყვეტი გეგმები (BCP), რათა უზრუნველყოს ჩვენი მომხმარებლების და კოლეგების უსაფრთხოება, ამავდროულად განაგრძოს მისი საქმიანობა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით COVID-19 გავრცელების სტატისტიკას და მივყვებით გლობალური და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციებს ყველა რეგიონში, სადაც ჩვენ ოპერირებთ. ჩვენი ობიექტები 100% ფუნქციონირებს და ჩვენ ვიღებთ ყველა შესაძლო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლოთ და შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი დონე, ამავე დროს უზრუნველვყოთ ყველა იმ პირის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ვისაც შეხება აქვს ჩვენს დატა ცენტრთან.

ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ჩვენს პოზიციას და, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, გავაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის უწყვეტობის გეგმების განახლებას. ამრიგად გვთხოვთ   დაგვიჭიროთ მხარი დაგეგმვაში და გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

  • დატა ცენტრებში წვდომის შემცირება ოპერაციულ მინიმუმამდე
  • თუ თქვენი კომპანიის რომელიმე თანამშრომელმა ცოტა ხნის წინ იმოგზაურა ისეთ ადგილებში, რომელიც პანდემიის მაღალ რისკოვან ადგილად გამოცხადდა; გთხოვთ ნუ ეწვევით დატა ცენტრს
  • მონაცემთა ცენტრის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარდეს ტურები გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ზომების მიღება თქვენი თანამშრომლებისთვის, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ უზრუნველყოთ ყოვლისმომცველი დაცვა;
  • თუ დაავადების სიმპტომები აღინიშნება მონაცემთა ცენტრში ან ოფისში ვიზიტის დროს – შეწყვიტეთ ვიზიტი, მოერიდეთ ვინმესთან კონტაქტს და შეატყობინეთ თქვენს საკონტაქტო პირს NewTelco-დან ტელეფონით ან ელ.ფოსტით;
  • თუ საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მიყევით სასწრაფო დახმარების მითითებებს.
  • თქვენს კომპანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შესახებ გთხოვთ, აცნობეთ “ნიუტელკოს“ საკონტაქტო პირს ტელეფონით ან ელ.ფოსტით და გააზიარეთ ინფორმაცია თუ ინფიცირებულ ადამიანს აქვს წვდომა მონაცემთა ცენტრში.

ხშირად დასმული კითხვები

პროცესების დაგეგმვა რეგულირდება ბიზნეს უწყვეტობის გეგმით. ეს გეგმა მოიცავს პრევენციულ და რეაქტიულ ზომებს, რომლებიც ხორციელდება რისკის სიტუაციის გათვალისწინებით. BCP-მა ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც კოორდინაციას უწევს აუცილებელ ზომების დანერგვას. რისკის მართვა მოიცავს გლობალურ COVID-19–ის განვითარების დაკვირვებას.  

ჩვენი ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საეჭვო ვითარების დროს. იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტური რეაგირება ასეთ ვითარებაში საჭიროა ჩამოყალიბდა შემდეგი ქმედებები რომელიც მოიცავს;

  • ინფექციური დაავადებების გადაცემის ცნობიერების ამაღლება სამუშაო ადგილას ნიუტელკოს ყველა ობიექტში
  • თვითიზოლაციის დანერგვა სადაც შესაძლებელია
  • ჰიგიენის პრაქტიკის წახალისების ხელშეწყობა
  • სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა
  • მონაცემთა ცენტრის მნიშვნელოვან ადგილებში წვდომის შემცირება ოპერაციულ მინიმუმამდე
  • თანამშრომლების მოგზაურობის შეზღუდვა
  • ინკუბაციური პერიოდის არსებობის პროფილაქტიკური შვებულება თანამშრომლებისთვის, რომლებმაც იმოგზაურეს მაღალი რისკის ქვეყნებში/ქალაქებში/რაიონებში
  • ქსელის მუდმივი მონიტორინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლებისთვის
  • ყველა საჭირო დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებზე

მომდევნო შეტყობინებამდე, იკრძალება სამუშაოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე თანამშრომლების შეკრება. ნიუტელკო მიმართავს თხოვნით ყველა მის მომხმარებელს და პროვაიდერს, რომ დაიცვან დაიცვათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია.

  • ვირუსის საეჭვო შემთხვევის გამოვლინებისას დაინერგა შიდა მოხსენებითი პროცედურა.
  • ძირითადი პრინციპია, რომ მოხსენება ხორციელდება ტელეფონით, საეჭვო შემთხვევა აღრიცხულია ცენტრალიზებულად, ხოლო თანამშრომლები ვალდებულნი არიან დარჩნენ სახლში ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, თუკი ეს ეჭვი დადასტურებულია.
  • დასაქმებული ვალდებულია დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს
  • ეჭვის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ადამიანური რესურსების განყოფილებას

  • ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი იმ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა ვინც მუშაობს ან თანამშრომლობს ჩვენთან
  • დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს BCM-ს სატელეფონო ზარის საშუალებით, რომელიც გააქტიურებს კრიზისული მართვის ჯგუფს
  • კრიზისული მართვის ჯგუფი აზუსტებს თუ რომელი ადგილმდებარეობაა დაზარალებული და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურე პერსონალის და ადგილზე მყოფი ადამიანების სახლში გაგზავნით და უზრუნველყოფს ოფიციალური მითითებებით
  • ასეთ შემთხვევაში კონკრეტული დატა ცენტრის მონიტორინგი განხორციელდება დისტანციურად უსაფრთხოების და ოპერაციული ობიექტების შენარჩუნების გასაგრძელებლად
  • დისტანციური მონიტორინგის დროს დროებითი დაშვების ან და საქონლის მოწოდების მოთხოვნაზე გაიცეს უარი
  • მომხმარებელთა კომუნიკაცია ხდება გადაუდებელი კონტაქტების საშუალებით

 

მონაცემთა ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი სერვისები, როგორიცაა ელექტრო ენერგიის მიწოდება, გაგრილება, დატა ცენტრის ზონის დაცვა,  კავშირი და წვდომა გარანტირებულია ფიზიკური/მექანიკური მოქმედების გარეშეც.

იმ შემთხვევაში თუ შეიზღუდება შესვლა იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ჩვენი ერთ-ერთი მონაცემთა ცენტრი, აღნიშნული ცენტრის მონიტორინგი განხორციელდება სხვა მონაცემთა ცენტრიდან, უსაფრთხოების და ოპერაციული სისტემების შენარჩუნების გასაგრძელებლად. დაუკავშირდებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მართველობით ორგანოს და მომხმარებელს ეცნობება წვდომის შეზღუდვის დაწესების თაობაზე.

  • კრიტიკული მომსახურების მიმწოდებლები გამოვლენილნი არიან ბიზნეს უწყვეტობის მართვის ნაწილად. აღნიშნული შედის პანდემიის საწინააღმდეგო გეგმაში, შესაბამისი კომუნიკაციით. ეს მოიცავს მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ასევე ბიზნეს პროცესების დასაცავად განხორციელებულ ზომებს. გარდა ამისა მათ (მომსახურების მიმწოდებლებს - ვინც გვემსახურება) ვთხოვეთ წინასწარ მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ არსებობს რისკი, რომ მომსახურების მიწოდებას ვეღარ შეძლებენ. ამასთან, თუ კი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება და მომსახურებას ვერ მოგვაწვდიან, მონაცემთა ცენტრის ტექნიკური ინფრასტრუქტურა შექმნილია ისე, რომ დარჩეს პროდუქტიული მაშინაც კი თუკი კონტრაქტორი კომპანია ხანგრძლივად ვერ შეძლებს მომსახურების განხორციელებას.

ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობას. პრევენციული ზომების შესაბამისად, შეიზღუდა პირისპირ დანიშნული შეხვედრები და სადაც ეს შესაძლებელია შეიცვალა ვირტუალური შეხვედრებით. იგივე ეხება ტურებს. შემცირებულია ასევე შიდა წვდომა და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ზომებმა შესაძლებელია მომსახურების მიწოდების მცირედით შემცირება. ძირითადი მომსახურების უწყვეტობა - უსაფრთხო და ძალზედ მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობა მონაცემთა ცენტრის ოპერაციებისთვის - უზრუნველყოფილია პრევენციული და ბიზნეს უწყვეტობის ზომებით.

პროექტის ფარგლებში, პროექტის მენეჯმენტი და მომსახურების მომწოდებლები მიწოდების შესაძლებლობებზე არიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და ალტერნატიული გადაწყვეტილების შერჩევას. რასაკვირველია რთულია წინასწარ ზუსტად განსაზღვრო, როგორი განვითარება მოყვება პანდემიას რაც პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს მომსახურების მიწოდებაზე.  თუ წარმოიქმნება მომსახურების მიწოდების პრობლემები ან შეზღუდვები, რომლებიც გამოიწვევს მიმდინარე პროექტების შეფერხებას, ნაადრევ ეტაპზე შევატყობინებთ ყველა კონტრაქტორ კომპანიას.

გეგმები მხოლოდ შიდა დოკუმენტებია. გთხოვთ იხილოთ FAQ და თუ გაქვთ კონკრეტული შეკითხვა დაუკავშირდით ნიუტელკო-ში თქვენს საკონტაქტო პირს.

ყველა ჩვენს მომხმარებელს მიწოდებული აქვს დოკუმენტი სადაც მოცემულია პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემები. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ვებ გვერდზე განთავსებულ საკონტაქტო ნომრეზე.