კოლოკაცია
ნიუტელკო-ს დატა ცენტრი აღჭურვილი და დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო კოლოკაციის პირობებს.
ჩვენ გთავაზობთ 14 წლიან საერთაშორისო გამოცდილებას და სტაბილურობას.
🛡უსაფრთხოება
👁🗨 24/7-ზე ვიდეო მეთვალყურეობა
☑️ დგართან (აპარატურასთან) წვდომა ავტორიზაციის საფუძველზე
🔐 თითოეული დგარის ჩაკეტვის შესაძლებლობა კოდირებული მექანიზმით
🚨🧯 სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარქრობის ცენტრალური სისტემა
✳️ აპარატურის ეფექტიანი გაგრილება
🎦 24/7-ზე ტემპერატურის მონიტორინგი
🕛 24/7-ზე მომხმარებლის ფიზიკური წვდომა დგართან
🔋 დუბლირებული UPS
✅ დუბლირებული გენერატორი
🔌 დუბლირებული კვების წყარო თითოეულ დგართან
⏳ 99.98% დენის უწყვეტობის გარანტია
📌 მომსახურების სახე
✅ სრული დგარის კოლოკაცია
✅ ნახევარი დგარის კოლოკაცია
✅ თითო თაროს კოლოკაცია
📶 ყველა ძირითად ინტერნეტ პროვაიდერთან მიერთების შესაძლებლობა
ელექტრო ენერგიის უწყვეტობა უმნიშვნელოვანესია მონაცემთა ცენტრისთვის. ჩვენი მონაცემთა ცენტრის უწყვეტ ელექტრო ენერგიას უზრუნველყოფს დუბლირებული UPS-ები და გენერატორები.თითოეულ დგარში მიყვანილია ორი ინდივიდუალური კვების წყარო სხვადასხვა ფაზით, რაც განაპირობებს მომხმარებლის აპარატურის შეუფერხებელ მუშაობას.
ელექტრო ენერგიის სტანდარტები:
დუბლირებული უწყვეტის კვების წყაროები.
უწყვეტი კვების წყაროს სრული დატვირთვის ხანგრძლივობა 30 წუთი.
გენერატორების მხარდაჭერა.
ჩვენ ვიყენებთ STULZ- ის კონდინციონერებს რომელიც გამოირჩევა ეფექტიანობითა და მაღალი ხარისხით, რაც გვაძლევს საშულებას უზრუნველყოთ შეუფერხებელი და მუდმივი გაგრილების მიწოდება.
გაგრილების სისტემა მოწყობილია აწეული იატაკით.
გამოიყენება ცივი და თბილი ნაკადების განცალკევება.
კონდინციონერები აღჭურვილია ტენიანობის განმსაზღვრელი სენსორით.
სასერვეროს ტემპერატურა შენარჩუნებულია 22°C-ზე 40% – 60% ტენიანობით.
უსაფრთხოების დონე უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლისთვის. ნიუტელკოს მონაცემთა ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის კამერებით რომლის მონიტორინგი მიმდინარეობს 24/7-ზე. გამოიყენება შენობაში დაშვების მკაცრი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს თითეული მომხმარებლის აპარატურის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
უსაფრთხოება:
- 24/7 მონიტორინგის სერვისი
- 24/7 დაშვება
- 24/7 ლოკალური ტექნიკური მხარდაჭერა
- 24/7 ცხელი ხაზი
ნიუტელკო ჯორჯიას მონაცემთა ცენტრის საკოლოკაციო და უწყვეტი კვების სივცრე აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და გაზის ქრობის სისტემებით, როგორც ხანძრისგან დაცვის პირველი საშულება.
მონაცემთა ცენტრი სრულად აღჭურვილია NAF ® S 125 ტიპის გაზით, რომელიც ელექტრო გაუმტარია , არ ტოვებს მტვრის ნაწილაკებს, მისი გამოყენებისას არ ზიანდება აპარატურა , ასევე გამოირჩევა დაბალი ტოქსიკურობით.
მონაცემთა ცენტრი ასევე აღჭურვილია CO2- ის ტიპის ცეცხლმაქრებით , რაც შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს. NewTelco იყენებს ნაადრევი კვამლის აღმოჩენის სისტემას დამატებითი დაცვის მიზნით.
მონაცემთა ცენტრის ყველა ძირითადი აღჭურვილობა, როგორიცაა გაგრილება, უწყვეტი კვების წყარო და ცეცხლქრობის სისტემები 24/7 -ს განმავლობაში კონტროლდება.
- ნეიტრალური მონაცემთა ცენტრი
- მუდმივი/ცვლადი დენის შესაძლებლობა
- საერთაშორისო გამოცდილება
- სარეზერვო კვების წყარო
- გაფართოების პოტენციალი (units, racks, cages)
- უწყვეტი დენის წყარო და გაგრილება.
- კვამლის მონიტორინგი
- ავტომატური ქრობის სისტემა
- 24/7 ვიდეო მონიტორინგი
- 24/7 მონიტორინგი და უსაფრთხოება
- 24/7 ტექნიქური მხარდაჭერა