🌐 რა არის ჰოსტინგი?
📡 ჰოსტინგი არის სერვისი, რომელიც ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს აძლევს საშუალებას თავიანთი ვებ-გვერდი ინტერნეტში განათავსონ.
⚙️ ჰოსტი, ან ჰოსტინგის პროვაიდერი კომპანია შუამავალია, რომელიც თავის კლიენტებს აძლევს სასერვერო სივრცეს და წვდომას იმ ტექნოლოგიებსა და სერვისებზე, რომელიც ვებ-გვერდის ინტერნეტში განსათავსებლადაა საჭირო.
🛡 მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ბიზნესები ჰოსტინგის პროვაიდერს არჩევენ – უსაფრთხოებაა. უნდა აირჩიოთ ისეთი კომპანია, რომელსაც აქვს სანდო რეპუტაცია და უახლესი ტექნოლოგია. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული რამდენად დაცული იქნება თქვენი საიტი და მასზე განთავსებული მასალა.
⚡️ მეტი დაცულობისთვის, პროვაიდერი მუდმივად უნდა ანახლებდეს პროგრამულ უზრუნველყოფას, იყენებდეს SSL (Security Socket Layer) სისტემას და რეგულარულად ინახავდეს საიტის ასლებს (Backup), მისი დაზიანების შემთხვევაში სწრაფი აღდგენისთვის.
🌀 ნიუტელკო-ს დატა-ცენტრში სერვერების უსაფრთხოების დაცვა ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხდება.
📹 მონაცემთა ცენტრის ყველა ძირითადი აღჭურვილობა, როგორიცაა გაგრილება, უწყვეტი კვების წყარო და ცეცხლქრობის სისტემები 24/7 -ს განმავლობაში კონტროლდება.
📣 დაგვიკავშირდით დღესვე და დაგეგმეთ ვიზიტი ჩვენს დატა-ცენტრში:
📞 +995 322 425425
✉️ info@newtelco.ge
📍 ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, #5