რა არის სერვერი და რატომ გვჭირდება იგი?

სერვერისერვერი, მისი ყველაზე მარტივი განმარტებით, არის კომპიუტერი, რომლის მთავარი ფუნქციაც მონაცემების შენხვა და მისი სხვა კომპიუტერებთან გაზიარებაა.

პატარა კომპანიაში სერვერის გარეშე მუშაობა შედარებით მარტივია – ფაილების გაცვლისთვის USB მეხსიერების ან ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება, ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის – უფასო პლატფორმების გამოყენება, ყველა თანამშრომელი კი თავისი კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.

მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც კომპანიის ზრდასთან ერთად თანამშრომლების რაოდენობაც იზრდება? დრო, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი დავალებების შესრულებაში იკარგება გაფლანგული რესურსია, რომელსაც კომპანია ვეღარ დაიბრუნებს. შესაბამისად, ჩნდება სერვერის საჭიროება.

რატომ გვჭირდება სერვერი?

სერვერის ყიდვა მოგიხსნით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ბევრი კომპიუტერის მართვას უკავშირდება. სერვერის საშუალებით თქვენ შეძლებთ ერთდროულად განაახლოთ ქსელში ჩართული ყველა მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, იმის მიუხედავად, თუ სად არიან ეს კომპიუტერები მოთავსებულნი.

სერვერი ასრულებს ერთგვარი ჰაბის ფუნქციას – ის მონაცემები და ინფორმაცია, რომლებზე წვდომაც თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ აქაა შენახული.

რა თქმა უნდა, სერვერის ალტერნატივად შესაძლოა განიხილოთ ინტერნეტ სერვერები, ანუ ონლაინ პლატფორმები,  თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური გიგანტებიც კი არ არიან ჰაკერების თავდასხმისგან დაზღვეულნი. ფიზიკურ სერვერზე ინფორმაციის შენახვა უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს წარმოადგენს.

სერვერის გამოყენების შემთხვევაში თქვენ გექნებატ სწრაფი და უწყვეტი კავშირი თქვენს ინფორმაციასთან. სერვერი შექმნილია დაცულობისა და სისწრაფისთვის, შესაბამისად არასტაბილური Wi-Fi და დენის წყაროს უეცარი გათიშვა მას და მასზე განთავსებულ ინფორმაციას ვერ დააზიანებს.

რატომ გვჭირდება კოლოკაციის სერვისი?

თუ უკვე იცით რა არის სერვერი და დარწმუნდით, რომ თქვენს მზარდ ბიზნესს ის სჭირდება, უნდა განიხილოთ ორი ვარიანტი: სერვერის ყიდვა და მისი კომპანიაში განთავსება ან კოლოკაციის სერვისით სარგებლობა.

კოლოკაცია არის IT ინფრასტრუქტურის/აპარატურის ფიზიკურად განთავსება სპეციალურ დაწესებულებაში – მონაცემთა ცენტრში.

მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ეს, როგორც წესი, ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ გზით მთელი რიგი ფინანსური ხარჯების აცილებაა შესაძლებელი.

  • მონაცემთა ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი ტექნიკის გამართული მუშაობისთვის. მცირე ზომის კომპანიისთვის ამ ინფრასტრუქტურის შექმნა, ფაქტრობრივად, წარმოუდგენელია.
  • დატა-ცენტრი უზრუნველყოფილია გარანტირებული ელექტროენერგიით, ტემპერატურის კონტროლის რეჟიმით, ცეცხლდამცავი და უსაფრთხოების სისტემებით და 24 საათიანი მონიტორინგით.

ამას გარდა, მონაცემთა ცენტრები მომხმარებელ კომპანიებს უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობენ.

ეს ნიშნავს, რომ თუ სერვერს რაიმე პრობლემა შეექმნება არასამუშაო საათებში, მის უსწრაფესად შეაკეთებენ ამ საქმის ყველაზე გამოცდილი პროფესიონალები.

2012 წელს კომპანიამ “ნიუტელკო” კავკასიის რეგიონში პირველმა გახსნა ფილიალი საქართველოში, თბილისში. აღნიშნული დატა ცენტრი აღჭურვილი და დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო კოლოკაციის პირობებს უზრუნველყოფს.

სერვერები ადრე და დღეს

სერვერების გარეშე ფუნქციონირება დღეს ბევრი კომპანიისთვის წარმოუდგენელია, თუმცა, სინამდვილეში, არც თუ ისე დიდი ხანია რაც ეს მოწყობილობები მუშაობას გვიმარტივებენ. სერვერების ისტორია 1980-იანი წლებიდან იწყება.

მათი გამოყენება პირველად ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს – ორგანიზაციებმა, სადაც მეტი კომპიუტერი იყო თავმოყრილი. პირველი სერვერების საშუალებით კომპანიის თანამშრომლებს შეეძლოთ ერთიანი ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და პრინტერთან დაკავშირება.

80-იანებიდან დღემდე სერვერებმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადეს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია სერვერების დემატერიალიზაციის მცდელობა. Facebook, Google და სხვა ტექნოლოგიური გიგანტები ქმნიან ღრუბელზე დაფუძნებულ პლატფორმებს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დოკუმენტების ატვირთვა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტ სერვერების გამოყენების დროს თქვენ მუდმივად დგახართ კიბერშეტევის რისკის ქვეშ.

დღეს ყველაზე მძლავრი ფიზიკური სერვერები სუპერკომპიუტერების სახელით არიან ცნობილნი და მათი სიმძლავრე უკვე პეტაფლოტებით იზომება. სუპერკომპიუტერები ხელოვნური ინტელექტით არიან აღჭურვილნი და ყველაზე მრავალფეროვან ფუნქციებს ასრულებენ – მათ კვლევებისას იყენებენ მეცნიერები და ექიმები, სახელმწიფოების მფლობელობაში მყოფი სუპერკომპიუტერების გამოყენება კი ხშირად გასაიდუმლოებულია.

სერვერების მომავალი

ჩვენი მომავალი სერვერების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. მოსალოდნელია, რომ მომავლის სერვერები და დატა ცენტრები კიდევ უფრო მრავალფეროვან სერვისებს შესთავაზებენ კომპანიებს.

კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, მონაცემთა ცენტრებს მოუწევთ მეტი ენერგია დახარჯონ სერვერების გამართული მუშაობისთვის საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ბუნებრივი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის „ნიუტელკო“ და სხვა საერთაშორისო მონაცემთა ცენტრები მუდმივად აფინანსებენ კვლევებს, რომელთა მიზანიც ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ე.წ. „მწვანე“ ენერგიის მოპოვების გზების კვლევაა.

მოსალოდნელია ისიც, რომ კომპანიები გააგრძელებენ ინტერნეტ სერვერების განვითარებას და შეეცდებიან იპოვონ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ახალი გზები.

შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალიზირებული დატა-ცენტრების შექმნაც, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის მონაცემთა შენახვას განსხვავებული გარემო და ტექნიკა სჭირდება. დატა-ცენტრების სპეციალიზირება დაზოგავს მნიშვნელოვან ენერგიასა და ფინანსურ რესურსებს.

 

44 ტრილიონი გიგაბაიტი – დაახლოებით ამ მოცულობის ციფრული ინფორმაცია დაგროვდება 2020 წლის ბოლოს მსოფლიოში. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური დატა-ცენტრები მომავალშიც არანაკლები დატვირთვით განაგრძობენ მუშაობას.