„ნიუტელკოს“ ახალი, გერმანული დატა-ცენტრი

„ნიუტელკო“ მოხარულია გაცნობოთ, რომ გერმანიაში, კარლშტეინში ჩვენი უახლესი, თანამედროვე დატა-ცენტრი იხსნება. დატა-ცენტრი ახლოსაა ფრანკფურტის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ცენტრთან, რაც მას საშუალებას მისცემს მოემსახუროს როგორც გერმანულ კომპანიებს, ასევე  ბიზნესებს, რომლებისთვისაც ევროკავშირის ცენტრში ყოფნა უმნიშვნელოვანესია.

ნიუტელკოს მმართველი დირექტორი იენს ლეიხტერსი განმარტავს ცენტრის კარლშტეინში აშენების მიზეზს: ”კოლოკაციის ბიზნესი იზრდება, ამიტომ საჭიროა ინვესტიცია უფრო მაღალტექნოლოგიურ მონაცემთა ცენტრში ჩავდოთ, რომელიც ჩვენს გერმანულ ქსელს გააფართოებს. კარლშტაინი იდეალური ადგილია, რომელიც უმაღლესი ხარისხის კავშირსაც უზრუნველყოფს და ახალი სამიზნე ჯგუფების მოზიდვის საშუალებასაც გვაძლევს“.

ნიუტელკოს კონკურენტებისგან, უპირველესად, მისი საქმისადმი ერთგულება გამოარჩევს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გერმანიაში უკვე 2005 წლიდან ფუნქციონირებს, ის კვლავ საკმარისად მოქნილია, რომ სრულად იყოს ორიენტირებული მომხმარებელთა საჭიროებებზე, იქნება ეს აღჭურვილობის განსახლება, მონაცემთა საწყობის მომსახურება, უსწრაფესი კავშირი თუ სხვა. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები 24/7 მზად არიან მოემსახურონ მომხმარებელს – ეს დიდი პლუსია, რამაც ნიუტელკოს რეპუტაცია, როგორც სანდო პარტნიორის, კიდევ უფრო გაამყარა.

კონკრეტულად ამ ფილიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი მისი ენერგოეფექტურობაა. კომპანიის მიზანია მაქსიმალურად ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს სატელეკომუნიკაციო კავშირის Tier 4 / VK 4 მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამის საშუალებას გვაძლევს ელექტროენერგიის ორი დამოუკიდებელი წყარო 5 მეგავატზე, მათ შორის ჩვენი საკუთარი ფოტოელექტრონული სისტემა და ასევე ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობით წარმოებული სითბოს გამოყენების კონცეფცია. ეს არის ის, რაც დღეს ტელეკომუნიკაციის ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია.

გარემოს დაცვისადმი ჩვენი დამოკიდებულება ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. დაწყებული კონდიციონერიდან, დამთავრებული გამოყენებული ელექტრული კაბელით. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტური მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ძვირი სიამოვნებაა, მომავალში სწორედ ეს უზრუნველყოფს ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების შემცირებას. ამ უპირატესობით კი ჩვენი მომხმარებლებიც ისარგებლებენ.