მაინრიცი ახალი, თანამედროვე დატა - ცენტრი

მაინრიცი ახალი, თანამედროვე დატა – ცენტრია, ფრანკფურტის მაღალი სიჩქარის მქონე სატელეკომუნიკაციო რადიუსში.

მისი გახსნა დაგეგმილია 2022 წლის მეორე ნახევარში. სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, იგი კლიენტებს სთავაზობს ოპტიმალურ შედეგებს კონკურენტულ ფასებში.

ნიუტელკოს მიზანია ახალი დატა – ცენტრის უპირატესობები გაუზიაროს არამარტო გლობალურ მოთამაშეებს, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ ლოკალურ კომპანიებს ან საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ეძებენ სიჩქარეს, ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას.

ამათ გარდა, კიდევ ერთი დიდი პლუსია დამოუკიდებელი ელექტროენერგია, რომლის მომარაგება მოხდება ორი მთავარი პროვაიდერიდან.

დღემდე, ნიუტელკოს ძირითადი მომხმარებლები იყვნენ გადაზიდვის ბიზნესში ჩართული პირები, რომლებისთვისაც სისწრაფე და უსაფრთხო ურთიერთდაკავშირება, ფაქტობრივად წმინდა გრაალია. მათი დატა – ცენტრები ძირითადად მდებარეობს მსოფლიოს მთავარ ჰაბებში, მათ შორის ფრანკფურტშიც.

მაინრიცის მიზანია კოლოკაციის გაფართოებით, სიჩქარე და სანდოობა მოუტანოს, როგორც დიდ, ისე პატარა მოთამაშეებს.

ნიუტელკოს დამაარსებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მათიას ჰარტმენის თქმით : ,, ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ეძებს ისეთ სერვისებს, რომლებსაც სხვა დატა – ცენტრები არ სთავაზობენ. მათ სჭირდებათ სიჩქარე და სანდოობა, მაგრამ ამავდროულად მოქნილობა და ამ საქმის ექსპერტთა ჩართულობა, რომელსაც ჩვენი გამოცდილი ტექნიკოსებისგან მიიღებენ “.

არსებობს მთელი რიგი პოტენციური მომხმარებლებისა, რომლებისთვისაც მაინრიცი მიმზიდველი პროექტი იქნება. ესენი შეიძლება იყვნენ პატარა ან საშუალო ზომის კომპანიები, GDPR -ს ხელმისაწვდომობის საჭიროებით, მაგალითად საადვოკატო ოფისები ან ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწესებულებები.

ასევე, დიდი ეროვნული კომპანიები ან თუნდაც ბანკები, რომლებსაც უწევთ მკაცრი რეგულაციების დაცვა, რაც გამოიხატება მათი ადგილმდებარეობითა და დათა ცენტრებთან ფიზიკურ დისტანციაში ყოფნით. მაინრიცი, ნიუტელკოს ახლანდელ, საერთაშორისო მომხმარებლებსაც დააინტერესებთ.

მაგალითად, გადამზიდველებს, რომლებსაც სჭირდებათ ფრანკფურტის ჰაბთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა. ჰარტმენი თვლის, რომ აიტის მრჩეველთა ფირმა მაინრიცისთვის იდეალური პარტნიორი იქნება. ისინი მათ მომხმარებლებს სთავაზობენ სერვისთა მთელ რიგ პაკეტს, მათ შორის ჰოსთინგს, მაგრამ მნიშვნელოვანია არ ჰქონდეთ საკუთარი დათა ცენტრები. ჰარტმენის თქმით :

,, ამ ფირმებს ესმით, თუ რა მნიშვნელობისაა ის, რასაც აქ ვაშენებთ. მადლობა, ჩვენს ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს ფრანკფურტთან, რითაც მაინრიცი არა მხოლოდ სიჩქარის ჩემპიონია, არამედ ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოების უნიკალურ სისტემასაც. ჩვენ ელექტროენერგიას ვიღებთ ორი სრულად დამოუკიდებელი წყაროსგან, რომელიც მდებარეობს გერმანიის ორი ქალაქის – ჰესესა და ბავარიის საზღვარზე.

ეს ფაქტი მაქსიმალურად ამცირებს რაიმე სახის შეფერხების წარმოქმნას, რომლის არსებობაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ ონლაინ ბიზნესებს. “

ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც ჰარტმენმა ასევე აღნიშნა არის დათა ცენტრის სრული მოქნილობა.

შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ასობით განსხვავებულ გადამზიდავებს მსოფლიოს გარშემო და არ არიან შებოჭილნი მხოლოდ ტრადიციული ლოკალური მიმწოდებლებით. მაინრიცი იქნება პირველი დათა ცენტრი რეგიონში, რომელიც იმოქმედებს Tier 4/VK 4 ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

კანონის მიხედვით, ბევრი გერმანული კომპანია ვალდებულია მონაცემების მარაგი შეინახოს ლოკალურ სერტიფიცირებულ დათა ცენტრში, ამიტომ მათთვის მაინრიცი განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება.